Для пользователей:

სიახლე საზღვაო გადაზიდვების ტარიფებსა და სატრანზიტო ვადებზე!

02 Июнь , 2021

Საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ხარჯების თავიდან ასაცილებლად ტრანს ფორ გრუპი გთავაზობთ სიახლეს!

Ჩვენი გამოცდილი გუნდისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით შემუშავდა ალტერნატიული გზა ბანდერ-აბასის პორტის გავლით!

Რაც გულისხმობს ჩვენს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებსა და ბენეფიტებს. კერძოდ:

  1. 30 % - 40%- ით შემცირებულ ღირებულებას ტვირთის დანიშნულების ადგილიდანთბილისამდე ტრანსპორტირებაში
  2. 4 - 5 დღით შემცირებულ ტრანზიტულ ვადებს.
  3. კონტეინერის მაქსიმალურ უსაფრთხოებას, ვინაიდან არ ხდება მისი გზად გახსნა.
  4. სურვილისამებრ ტვირთების დაზღვევას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ახალი მარშრუტით 200-ზე მეტი კონტეინერის გადაზიდვასრულიად შეუფერხებლად უკვე განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზით ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება როგორც საქართველოს, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.



© Trans For Group 2021 - All rights reserved.