წევრებისთვის:
Slide background
Slide background
Slide background
Slide background

პროფილი

კომპანია “Trans For Group”-ი დაარსდა 1997 წელს ქ. თბილისში და მას შემდეგ მაღალხარისხიანად ახორციელებს სატრანსპორტო გადაზიდვებს, რის შედეგადაც დაიმკვიდრა სანდო და საპატივცემო ორგანიზაციის სახელი. კომპანია ფლობს საკუთარ სატრანსპორტო პარკსა და პარტნიორებისა და აგენტების დიდ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულის მომსახურება მაღალხარისხიანად.
 
ჩვენი მომსახურებების ძირითადი მიმართულებებია:
 
  • საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირება (იმპორტ-ექსპორტი)
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება
  • საპორტო მომსახურება
  • ტვირთების მიღება და დამუშავება
  • ტვირთების შენახვა, დასაწყობება და აღრიცხვა ტერმინალში (საწყობში)
  • საპროექტო ლოჯისტიკა
  • ამწეებით მომსახურება
  • მულტი-მოდალური გადაზიდვები
  • უნიკალური სპეციალიზაცია: მძიმე/არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა
  • თანმხლები დოკუმენტაციის გამოშვება და დამუშავება, დაწყებული ნებართვების გაცემისა და სპეციალური ესკორტის უზრუნველყოფიდან, საბაჟო გაფორმებისა და დასაწყობებამდე
 
მომსახურების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად “Trans For Group”-ს, გარდა თბილისისა, წარმომადგენლობა აქვს რეგიონულ ფილიალებში ფოთში, ბათუმსა და ბაქოში (აზერბაიჯანი).

დღეისათვის, როგორც დამოუკიდებელი ექსპედიტორი კომპანია “Trans For Group”-ი გაფართოვდა ყველა სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრნასპორტის მიმართულებით და საქმიანი ურთიერთობები აქვს თითქმის ყველა ცნობილ საერთაშორისო გადამზიდავთან, როგორებიცაა მაგალითად: MAERSK, MSC, CMA, Groupage Service, Danzas, Willi Betz, Coyn Air, Airzena, Delta Novel, ABS, Norasia, Globalink Logistics, Network America Lines HY Logistics, Dijfo Rotterdam, Zimline, Sea Master Logistics, UTI, Neomat, Cevat Company, Netloyistic, Demirkol, ZustBachmeier of Switherland, Advance International და ა.შ.

გვაქვს პატივი, წარმოვადგენდეთ წამყვან კომპანიას რეგიონში!
© Trans For Group 2024 - All rights reserved.