წევრებისთვის:
Slide background
Slide background
Slide background
Slide background

ჩვენი გუნდი

სიამოვნებით გაგაცნობთ ტრანს ფორ გრუპის გუნდს, რომელიც ყოველდღიურად თქვენს სამსახურშია.
კომპანია 2008 წლიდან გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და მალევე დაიკავა მოწინავე პოზიცია. დღესდღეობით ჩვენ 20 თანამშრომელს ვაერთიანებთ საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით.
დაარსების დღიდან დღემდე ტრანს ფორ გრუპმა შეძლო მრვალფეროვანი საერთაშორისო პროექტების ლოგისტიკური დაგეგმვა და განხორციელება,. მათ შორის აღსანიშნავია თბილისის სასწავლო დაწესებულებების სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფა, ქუთაისის პარლამენტისა და კობი- გუდაურის საბაგიროების პროექტები.
ჩვენი კომპანიის მზარდ განვითარებასა და სტაბილურად ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას განაპირობებს მუდმივად ხარისხზე ორიენტირება. დღევანდელი მონაცემებით ტრანს ფორ გრუპი 1500 მდე კომპანიას ემსახურება. ჩვენს წარმატებას ზურგს უმაგრებს 50 მდე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორი.
მთელი გუნდის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ მომხმარებელს და პარტნიორს, რომელიც უკვე 13 წელია ნდობას უცხადებს ტრანს ფორ გრუპს. გვჯერა, რომ წინ კიდევ უფრო ბევრი წარმატება გველოდება.
© Trans For Group 2024 - All rights reserved.